შალვა თადუმაძე: პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა.

მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-ნახევარია ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

“ამას აკეთებენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები