შალვა თადუმაძე: ხუთი წლის წინ არ ვიყავი გენერალური პროკურორი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკუროთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მეუღლე ფლობს იურიუდიულ კომპანიას, თუმცა თავად არ ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

“საადვოკატო საქმიანობას თავად არ ახორციელებს. მე გავერკვევი თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას, აუცილებლად მისი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ. თქვენს სიუჟეტს ვუყურებ მე-7 წელია და მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე 5 წლის უკან არ ვიყავი გენერალური პროკურორი”, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები