რომან კაკულია: „NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა” 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს
უსმენენ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საგარეო პოლიტიკის პრაგმატულობაზე ისაუბრა.

„მე როდესაც 2016 წელს „ქართლ ოცნებას” შევუერთდი ძირითადში მქონდა ორი მთავარი მიზანი და მათ შორის, ერთ-ერთი იყო ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პრაგმატიზმი საგარეო პოლიტიკაში. აქ გადის ჩემი წითელი, მწვანე თუ ნებისმიერი ზღვარი, ამიტომ შევეცდები ძალიან მკაფიოდ ვთქვა თუ რა არის ჩემი პოზიცია. ბატონო დავით, თქვენ მოსაზრებებს ვისმენდი, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თქვენ მთავარ თემებზე არ საუბრობთ. როდესაც პოლიტიკის პრაგმატულობაზე ვსაუბრობთ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაგალითად NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა. თუნდაც იმიტომ, რომ მათ არასდროს არ დაუსვამთ მთავარი შეკითხვა თუნდაც ნატოსთან მიმართებაში. რა შეკითხვაა საერთოდ – ემხრობით თუ არა ნატოში გაწევრიანების იდეას? მთავარი შეკითხვა, რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ სვამდა არის –  აცნობიერებთ თუ არა თქვენ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხართ თუ არა მზად უპასუხოთ და მიიღოთ ეს გამოწვევები”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რომან კაკულიამ თავისივე დასმულ კითხვაზე სამი სხვადასხვა პასუხი წარმოადგინა და განსხვავებული მიდგომები განიხილა. მანვე უსაფრთხოები მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა.

„შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეც მაქვს შეკითხვები და თავად ამერიკელებთანაც მაქვს შეკითხვები – ბოლოსდაბოლოს  შავ ზღვაში ან იყავით ბატონებო ან ნუ იქნებით. იმიტომ, რომ საქართველოს წინაშე ნუ დააყენებთ ისე საკითხს, რომ მერე ჩვენ გაგვიხდეს სამკითხაო როგორ უნდა ვიმოძრაოთ, ვიღაცა ადამიანების თავებში რა იდეები წარმოიქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ევროპული   არჩევანი მართლა რეალურად ვაქციოთ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები