გლდანში, არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

0

მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი ორი დღის წინ, შემთხვევით გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი