თეა წულუკიანი: წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს რეგიონული ფონდიდან ხუთი მილიონ 300 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოეყოფა, რომლის ნაწილით წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში იუსტიციის სახლები აშენდება.

​მინისტრის განცხადებით, დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვისაც ტენდერები გამოცხადდება.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული ფონდიდან გამოეყოს ხუთი მილიონ 300 ათასი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც მინდა, გავახარო ჩვენი მუნიციპალიტეტები,საშუალებას მოგვცემს, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყოს სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა.
სამტრედია, წყალტუბო და ხაშური სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც იუსტიციის სამინისტროს სერვისები უკვე მრავალი წელია, არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს ამ ადგილებში ისეთივე კომფორტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში.
​ამ თანხით ჩვენ შევძლებთ, დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერები, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან ყველა სამშენებლო თუ კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული. დამატებითი სახსრები მოგვცემს ამ ტენდერების ჩაშვების საშუალებას, ანუ წელსვე მშენებლობების დაწყების შესაძლებლობა გვექნება. ჩემი მიზანია, გვქონდეს იუსტიციის სამინისტროში მემკვიდრეობა, რომელსაც ჰქვია, საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გარდა მცხეთისა, იუნესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მცხეთას ვერ ვეხებით, გვქონდეს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. პრაქტიკულად ვთქვათ, რომ დავემშვიდობეთ საბჭოთა ინფრასტრუქტურას“,- განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები