რა წერია წერილში, რომელიც ტრამპმა ერდოღანს მისწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეპ თაიფ ერდოღანს 9 ოქტომბერს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე წერილი მისწერა.

წერილში აშშ-ის ლიდერი ამბობს, რომ მას ქურთებს გენერალმა მაზლუმ აბდიმ უთხრა, რომ მზად არის ანკარასთან დათმობაზე წვიდეს და მოლაპარაკება დაიწყოს.

ტრამპი ასევე ამბობს, რომ „ბევრს ვმუშაობდი, თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის“.
„არ გააცუროთ მსოფლიო. კარგი გარიგება შეიძლება. გენერალი მაზლუმი მზად არის მოლაპარაკებისთვის, ასევე დათმობებზე წასასვლელად, რომელზეც აქამდე არასდროს წასულან. გიგზავნით მისი წერილის ასლს.

ისტორია მადლობას გადაგიხდით თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მუდმივად დარჩებით ეშმაკად. ნუ იქნები უხეში. ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები