ახალქალაქის სამხედრო დასახლებაში ხანძარია
ყოფილი სამხედრო ქალაქის არასაცხოვრებელ ნაწილში მშრალი ბალახი იწვის.
ხანძარი სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა საცხოვრებელ კორპუსებამდეც მიაღწიოს.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურს ხანძრის შესახებ ქალაქის მცხოვრებლებმა აცნობეს.
ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძარი ჯერ კიდევ ლოკალიზებული არ არის.