გლდანში, ავტოფარეხში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა – დაჭრილია 2 ადამიანი

0

გლდანში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორი მეგობარი სტუმრობდნენ სხვა მეგობარს, როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

დაჭრილი ახალგაზრდები თორნიკე პ. და გიორგი დ. არიან. პაპავას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი,გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი