აჭარაში “ბავშვის უფლებათა კოდექსის” პროგრამების სახალხო განხილვა დასრულდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან დასკვნითი შეხვედრა გამართა.

“ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან კოდექსმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ადგილობრივებმა სპეციალური კითხვარის დახმარებით, რამდენიმე სასურველი პროგრამა თავად შეარჩიეს, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებებია რაიონში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრაზე სოფო კილაძემ მოქალაქეებს კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 მთავარი პროგრამა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” საინფორმაციო კამპანია, მომდევნო კვირიდან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები