ავსტრიაში აფხაზეთ-ავსტრიის საზოგადოება დარეგისტრირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში აფხაზეთ-ავსტრიის საზოგადოება დარეგისტრირდა.

ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი – „ქვეყნებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ავსტრიის მოქალაქეებამდე აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სხვა სფეროების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა“.

უახლოეს დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების წარმომადგენლებს ელოდებიან.

„შესანიშნავი სიახლეები გვაქვს: ავსტრიაში აფხაზეთ-ავსტრიის საზოგადოება დარეგისტრირდა. იტალიაში მუშაობის კარგი მაგალითი გვაქვს. უამრავი გეგმა გვაქვს, თანამშრომლობის პერსპექტივები უამრავია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები