სამცხე-ჯავახეთში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით, 19 ვაკანტური ადგილია. მანდატურები შეირჩევიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის და კახეთის საჯარო სკოლებში.

სამცხე-ჯავახეთში, მანდატურის დანიშვნა ახალქალაქის ერთ და ნინოწმინდის ორ სკოლაში გადაწყდა. კონკურსში მონაწილე პირების განცხადებების მიღება 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს.

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე;
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ნასამართლობის არმქონე;
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
სახელმწიფო ენის მცოდნე;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები