“აღორძინების ფესტივალი”- დუშეთში საცხენოსნო სპორტული შეჯიბრებები გაიმართა

საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშებისა და საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ბაზალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო შეჯიბრებები “აღორძინების ფესტივალი” გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი თანიაშვილმა და საცხენოსნო ხალხური თამაშების, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.

გამარჯვებულებს თასები, სიგელები, კომპანია “სნოსა” და სასტუმროთა ქსელი “ამბასადორის” მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება საჭირო ინვენტარით კომპანია “ზედაზენმა” უზრუნველყო.

“აღორძინების ფესტივალი” მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველად ჩატარდა და დაგეგმილია ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები