სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ამჟამად მოთავსებულები არიან ლაგოდეხის კლინიკაში.
როგორც შს სამინისტრომ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.