დღეს, “დინამო არენაზე” საქართველო-ირლანდიის მატჩის გამო, სტადიონის მიმდებარე ქუჩები დროებით გადაიკეტება

შს სამინისტრო დღეს, 12 ოქტომბერს “დინამო არენაზე” საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
​”შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს  ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – “დინამო არენა” საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ:
გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ;
მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით;
აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;
ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები