შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მდებარე კერძო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა დიდ დიღომში მდებარე კერძო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.
უწყების ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები მოზარდებს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერბულინგის შესახებ ესაუბრნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან ინტერნეტში პირადი სივრცე და უსაფრთხოება.
​შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები