“საქართველო მაშინ იყო ყოველთვის ძლიერი, როდესაც გორი იყო ძლიერი” – გორის დღეები 2019 დაიწყო

“გორის დღეები 2019” დაიწყო. გორის ცენტრში ადგილობრივებისა და ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს.  წელს ფესტივალში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გარდა, მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაც იღებს.
ფესტივალზე წარმოდგენილია ხელით ნამუშევარი სუვენირები და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პროდუქცია.
რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის თქმით, გორი საქართველოს გულია და მისი სიძლიერე ქვეყნის სიძლიერის ტოლფასია.
“საქართველო მაშინ იყო ყოველთვის ძლიერი, როდესაც გორი იყო ძლიერი და შიდა ქართლი იყო ძლიერი. იმიტომ რომ ის არის საქართველოს გული და გორი კიდე შიდა ქართლის გულია. მმინდა, მივულოცო გორელებს ეს დღე და ყოველთვის ძლიერად ყოფილიყვნენ, რადგან ძლიერი გორი, ძლიერი ქართლი ნიშნავს ძლიერ საქართველოს”, – თქვა სოზარ სუბარმა.
ღონისძიებას სამთავრობო სექტორთან ერთად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები