ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი ,,განდაგანა“ გაიმართება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ,,განდაგანა“ ბათუმში ხვალ გაიმართება. იგი ტრადიციულად ევროპის მოედანზე 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, სოფლის პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. ასევე იქნება გასართობი პროგრამაც. სტუმრებს ორი დღის განმავლობაში ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. რაც ჩურჩხელის ამოვლებას, ჭაჭის გამოხდას, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის ტრადიციას გულისხმობს.

ფესტივალი 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები