ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

0

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მილოცვაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
„გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან,- როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ, – თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს”, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი