გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონის 7 სოფელში გაზიფიცირება მიმდინარეობს

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტეში შეხვედრები სოფლებში ილემი, წევა,განთიადი და შროშაში გაიმართა.
ადგილობრივების საჭიროებები ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ მოისმინეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი წამოჭრეს, მათ შორის, საშეშე მერქნის მოპოვების, გაზიფიცირებისა და საუბნო შიდა გზების საკითხი. სოფელ წევაში გაჟღერდა ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის არ არსებობის პრობლემაც.
როგორც “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთი ადგილობრივი, ნაზი ცქიტიშვილი უყვება, სოფელში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, თუმცა ცენტშია და ზოგიერთი ოჯახისთვის შორი გზა პრობლემას წარმოადგენს.

“ახალგაზრდა ოჯახებს ჰყავთ ორი, ზოგს სამი შვილი. საბავშვო ბაღი არის მაგრამ სოფლის ცენტრში, რომელიც შორს არის  და ვერ მიჰყავთ ბავშვები, რადგან ტრანსპორტი არ არის. შესაძლებელია სკოლის შენობაში გამოიყოს ერთი ოთახი ამ ბავშვებისთვის, სულ ექვსი ბავშვია.
მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრა, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება მათზე ზრუნავს”,– აღნიშნავს  ნაზი ცქიტიშვილი.

ხელისუფლების წარმომადგნლებისა და ადგილობრივების შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
​როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ზესტაფონის 7 სოფელში გაზიფიცირება მიმდინარეობს და მოსახლეობას ეს პრობლემა მოეხსნება.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულში იწყება გაზიფიცირების პროექტი. ჩვენ წარვდექით მოსახლეობასთან ანგარიშით, თუ რა იგეგმება მიმდინარე წელს  და რა არის მომავალ წელს დაგეგმილი. იგეგმება ბიუჯეტი და მოუწოდებთ მოსახლეობას რომ იყონ ჩართული, თავად დაგეგმონ პრიორიტეტები. რაც შეეხება გაზიფიცირების პრობლემას, მიმდნარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები, მზადდება პროექტი, რომელიც დასრულდება 2020 წლისთვის. ამჟამად კი, ზესტაფონის შვილ სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირება. არც ერთი აბონენტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე არ დარჩება”, -განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები