აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი მწიფდება – დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო გადაზიდვების გახსნის საკითხი მწიფდება, – განაცხადა დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა.

„პრინციპში, პერსპექტივაში შეუძლებელი არაფერია. ბოლოსდაბოლოს, ერთი „გზა“ საქართველოს გავლით მილის სახით უკვე არსებობს“, – განაცხადა ჟარიხინმა.
მისი თქმით, თუ გაზი გადის, იდეაში ვაგონებმაც უნდა იმოძრაონ, თუმცა, გაცილებით რთული წარმოსადგენია როგორ იმუშავებს სამგზავრო მოძრაობა.

„მაგრამ მგონია, რომ ეტაპობრივად ტვირთისგადაზიდვა მწიფდება. არ მგონია, ეს უახლოეს ერთ ან ორ წელიწადში მოხდეს, მაგრამ… მგზავრებთან დაკავშირებით გაცილებით რთული იქნება“, – აღნიშნა ჟარიხინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები