კობა კობალაძე 59-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე №59-ე საჯარო სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოების პროცესს ავჭალა-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა კობალაძე ადგილზე გაეცნო.
“ჩვენი დაპირებისამებრ, №59-ე საჯარო სკოლაში დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც სრულად მოწესრიგდება დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები. სკოლა საკმაოდ დიდია, თითქმის ცხრაასამდე ბავშვი ეუფლება ცოდნას. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელიც ჩვენი ჩართულობით სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, სრულიად განახლებულ სასწავლო დაწესებულებას მივიღებთ, რაც მომავალ თაობას ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები