რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძეს ერთი რჩევა მინდა მივცე, თავი დაანებოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ეკა ტიკარაძის გამოცდილება და პროფესიონალიზმი არავისთვის არის საკამათო.
“მინისტრს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია აქვს როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე სოციალური პოლიტიკის წარმართვის კუთხით. თანხის და ბიუჯეტის მენეჯმენტიც ძალიან კარგად იცის და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, სადაც თანხას მართავდა, იქ ფულის გათათრებაზე ეჭვი არავის მიუტანია. ზოგადად, მამუკა ხაზარაძეს ერთი რჩევა მინდა მივცე, თავი დაანებოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და პასუხი გასცეს იმ ლეგიტიმურ კითხვებს, რაც მის მიმართ გააჩნია გამოძიებას”,- აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები