სოფიო ქაცარავამ დისკუსიაში “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში” მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში “საქართველო და ევროკავშირი – აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში”.

დისკუსიის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, ინიციატივის წევრი სახელმწიფოებისთვის, რა ეტაპზეა ამჟამად ინიციატივა და რა მიმართულებით ვითარდებიან საქართველო და ევროკავშირი, რა შეიძლება იყოს ხედვა საქართველოსა და ევროკავშირისთვის.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტურ ინსტრუმენტზე, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

“აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის და იქ მცხოვრები ხალხისთვის და ჩვენ ამ შედეგს ნათლად ვხედავთ. ჩვენ 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ბევრ წარმატებას და სამართლიანად მოვიპოვეთ ლიდერი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვჭირდება ნათელი ევროპული პერსპექტივა, რომ საქართველომ მიაღწიოს მის საბოლოო მიზანს – ევროინტეგრაციას”-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატის “Boell Talks” ფარგლებში, დისკუსიაში მონაწილეობდნენ მანუელ სარაცინი, გერმანიის პარლამენტის წევრი და კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. დისკუსიის მოდერატორი იყო შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები