20%-ით გაზრდილი ექსპორტი და დამატებით 180 მილიონის უცხოური ინვესტიცია – შედეგი, რომელსაც ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება მოიტანს

საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს. ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა „ნეიშენალ ინტერესტი“ აქვეყნებს.
„ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. “სუფრა გაშლილია“ – ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად,”- აღნიშნულია სტატიაში.
როგორც გამოცემა იუწყება, სავაჭრო შეთანხმებაზე მაღალი დონის დიალოგი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს და ის 2012 წლის იანვარში დაიწყო.
ამ საკითხზე აშშ-სთან დიალოგის არსებობას ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძეც. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი უფრო აქტიური გახდა და იმედი აქვს, რომ დადგა ის დრო, როდესაც ამ მიმართულებით შესაძლოა რაღაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას.
მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ვადებს, თუ როდის შეიძლება გაფორმდეს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მოლოდინი პოზიტიურია და კონსულტაციები მხარეებს შორის აქტიურ ფაზაშია. გენადი არველაძე დარწმუნებულია, რომ ამ პროცესის დასრულება და აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს საკმაოდ დიდ დივიდენდებს მოუტანს. მისი თქმით, წინასწარი კვლევებით გაირკვა, რომ შეთანხმების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი 20 %-ით გაიზრდება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ამერიკიდან დაახლოებით 180 მილიონით მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები