ვახტანგ გომელაური საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა და ელჩმა, ასევე, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერისა და სამართალდაცვითი მიმართულებით გამოცდილების ორმხრივი გაზიარების შესაძლებლობა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები