საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა დღის წესრიგში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

სედათ ონალმა, თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები