გიორგი გახარია სამშენებლო სექტორს – იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და ერთად ვილაპარაკოთ

მშენებლობა არის ის დარგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი, იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ფორმატის მიზანია ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება იმ სექტორებს, რომლებიც ძირითადი განმსაზღვრელები არიან, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

„მესმის, რომ 2017 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2018. 2018 წელს იყო გარკვეული პრობლემები, როგორც რეგულირების, ასევე ადმინისტრირების ნაწილში. 2019 წელი საკმაოდ იმედის მომცემია, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში საბანკო რეგულაციების ნაწილში, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებით – ზოგან გამკაცრებით, გარკვეული სირთულეები და შეფერხებები შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივუდგეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ სადაც სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი არსებობს, მივიღოთ, იქ სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და თქვენთან ერთად ვილაპარაკოთ. ეს არის ჩვენი მიდგომა, ამისთვის იქნება გარკვეული ფორმატი. არ იქნება პრობლემა არც წვდომაში, არც საუბარში, მაშინაც როდესაც კონკრეტულ პრობლემაზე ან ამოცანებზე იქნება საუბარი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, ღიად ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები