არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელოვანი პირობაა და მას პარლამენტის 10 მთავარ გამოწვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია

საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელოვანი პირობაა და მას პარლამენტის 10 მთავარ გამოწვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში”- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში, ერთ-ერთი საზედამხედველო საქმიანობის გეგმა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა. პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

“ერთი თვის წინ, ჩვენ წარმოგიდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევა, ათი მთავარი სამუშაო საკითხი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. დღეს გაგაცნობთ, თუ რის გაკეთებას გეგმავს საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობის მიმართულებით საშემოდგომო სესიაზე”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებას პარლამენტის მიერ გაცხადებული 10 გამოწვევიდან ერთ-ერთის, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა წარუდგინა.

“მიუხედავად იმისა, რომ 10 გამოწვევაში მხოლოდ ერთი კომპონენტი აქვს დათმობილი საპარლამენტო კონტროლს, საქმის და ჩასატარებელი სამუშაოს თვალსაზრისით, საპარლამენტო საქმიანობის დატვირთვის თითქმის ნახევარი საპარლამენტო კონტროლს მიაქვს. ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი ძალიან დიდია. საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რამდენად ეფექტურად საქმიანობს თითოეული სამინისტრო, როგორ იხარჯება ბიუჯეტი და ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტი აგრძელებს 10 მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები