რომელი უწყების პრესსამსახურს აქვს ყევლაზე დიდი ბიუჟეტი და ვის ჰყავს ყველაზე მეტი PR თანამშრომელი – კვლევის შედეგები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა 2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურება. შედეგად, მათი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

გთავაზობთ კვლევის შედეგებს.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახურების ათეული ასე გამოიყურება:

​თავდაცვის სამინისტრო- 1 185 962;

პარლამენტი- 1 114 251;

შინაგან საქმეთა სამინისტრო- 1 053 271;

თბილისის მერია- 931 281;

ჯანდაცვის სამინისტრო- 910 020;

ცესკო- 786 338;

განათლების სამინისტრო- 777 839;

პრეზიდენტის ადმინისტრაცია- 507 335;

ფინანსთა სამინისტრო- 399 900;

შსს აკადემია- 324 328.

რაც შეეხება ყველაზე მეტ თანამშრომელს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, პირველ ადგილზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

ჯანდაცვის სამინისტრო- 73;

​თავდაცვის სამინისტრო- 51;

განათლების სამინისტრო- 49;

თბილისის მერია- 43;

შინაგან საქმეთა სამინისტრო- 41;

პარლამენტი – 36;

ფინანსთა სამინისტრო- 21;

შსს აკადემია- 20;

ცესკო- 16;

რუსთავის მერია- 16.

საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს -1037.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896 ლარი.

​ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია გასცა. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები