ხაშურში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა – 40 წლამდე ქალბატონი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალბატონს მეუღლემ ბლაგვი საგნით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა.  შემთხვევა დღეს მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალბატონი ხაშურში, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის, კრიტიკულია, მას ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები და მრავალჯერადი მოტეხილობები აღენიშნება.
“რეგიონული კვირა” შემთხვევის დეტალებს ადგილზე არკვევს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები