თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე რთულია თქმა, ვისთან შეიძლება კოალიციის შექმნა

ამ ეტაპზე რთულია თქმა, ვისთან შეიძლება კოალიციის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
“ეს კავშირშია იმასთან, თუ როგორ გადანაწილდება ხმები, რამდენად შეძლებს პარტია, თვითონ აიღოს უმრავლესობა. თუ ვერ შეძლებს, შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ კოალიციებზე. ამ ეტაპზე რთულია თქმა, ვისთან შეიძლება, შეიქმნას კოალიცია, რომელი პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვინ რა პროცენტს აიღებს. ახლა ამის ვარაუდი არის ძალიან რთული“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები