მარიამ კუბლაშვილი: ცუდია, რომ თამთა თოდაძის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა დანიშნული არ არის

ცუდია, რომ თამთა თოდაძის ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა დანიშნული არ არის, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

“თუ იშუამდგომლებენ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, ცხადია, ჩვენ გვექნება საწინააღმდეგო პოზიცია. წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, არაა დანიშნული ექსპერტიზა თამთა თოდაძის ალკოჰოლური თრობის ან არ თრობის შესახებ. ძალიან ცუდია, რომ ექსპერტიზა არ არის დანიშნული და კიდევ მრავალი ხარვეზია. ხარვეზია ჩხრეკის ნაწილში, ანუ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანია და ამ შუამდგომლობებს დავაყენებთ შემდგომ პროცესებზე”, – განმარტა კუბლაშვილმა.

ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” დღეს იმსჯელებენ.

საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალი ორი დღის წინ წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები