მამუკა მდინარაძე: ეს არის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც მიესალმებიან ჩვენი პარტნიორები და შედეგი იქნება გამართული უზენაესი სასამართლო

„შედეგი იქნება პოზიტიური. ეს არის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც მიესალმებიან ჩვენი პარტნიორები და ამ პროცესის შედეგი არის გამართული უზენაესი სასამართლო, სადაც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიონ საქმეები ობიექტურად”,-ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე და ღია პროცესი შესთავაზა,რასაც ყველა ობიექტური დაკვირვებელი აღიარებს.

„შალვა თადუმაძის ნებაა იქნება თუ არა ის კანდიდატი და ჩვენი უფლებაა გადავწყვიტოთ ობიექტურად და თქვენ ხედავთ, რამდენად გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, იუხედავად იმისა, რომ მის დაზიანებას ცდილობენ ტყუილი არგუმენტებით. ჩვენ გავაკვირვეთ ყველა ობიექტური დამკვირვებელი, იმდენად გამჭვირვალე პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას და ამ გამჭვირვალე პროცესის შედეგი იქნება ასევე გამჭვირვალე და ობიექტური გადაწყვეტილებები”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები