სოფიო ქაცარავა ავსტრალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ავსტრალიის ელჩს საქართველოში, მარკ ინეს ბრაუნს, შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-ავსტრალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე.

სოფიო ქაცარავამ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სამშვიდობო პოლიტიკაზე, როგორც კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ საშუალებაზე.

“შეხვედრა მქონდა ავსტრალიის ელჩთან საქართველოში, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო საქართველო-ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე. ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში პრაქტიკული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები