ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ინტერესებიდან ამოვდივართ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას უფრთხილდება, თუმცა საქართველოს ინტერესი მთავარია. ​

„აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა. ჩვენ ურთიერთობებს ვუფრთხილდებით, თუმცა ამ ურთიერთობებში ჩვენი ქვეყნის ინტერესი უმთავრესია. შესაბამისად, ჩვენ განცხადებებში სიფრთხილე გვმართებს ასევე იმისთვის, რომ ურთიერთობები რამე ფორმით არ დავაზიანოთ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ინტერესებიდან ამოვდივართ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები