დავით ჭიჭინაძე – „ქართული ოცნების” წევრებო, გრცხვენოდეთ, მამუკა ხაზარაძეს რომ ალაპარაკებთ

„ქართული ოცნების„ წევრებო, გრცხვენოდეთ, მამუკა ხაზარაძეს რომ ალაპარაკებთ – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს და ხაზარაძეს პასუხობს.

“მამუკა ხაზარაძე დღეს აცხადებს, რომ „2012 და 2016 წლის დაპირებები სამარცხვინოა“. მე კი ვუპასუხებ, რომ ჩემი დაპირება ზუსტად ის იყო, რომ საქართველოში იაფი ფული იქნებოდა; ბანკირები არაპროფილურ საქმიანობას ჩამოშორდებოდნენ; ბანკები აღარ იქნებოდა ყველა დიდი, თუ მცირე კომპანიის ირიბი მოწილე;
საპენსიო რეფორმა მხოლოდ ბანკების მოგებისთვის არ ჩატარდებოდა; მევახშეები დღის წესრიგს აღარ განსაზღვრავდნენ!
და მართლაც უნდა რცხვენოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც მე ამ ყველაფრისთვის ვიბრძოდი, შიგნით საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის, ასევე ფინანსთა მინისტრისგან.
სწორედ ბანკირებს ემსახურებოდა, ლობირებდა „ქართული ოცნება“ ამდენი წელი და იმიტომაც მივიღეთ ის, რომ ბანკირები გვიტევენ.
მოგების დინამიკასაც თუ გადავხედავთ, „ქართული ოცნების“ პირობებში, პირველ რიგში სწორედ ბანკირების ოცნებები ახდა.
აი ამ იდეოლოგიური უთანხმოებების გამო იყო ჩემი კონფლიქტი და დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“.

მე ჩემს დაპირებებს, არასოდეს გადავალ!
და თქვენ? „ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, მამუკა ხაზარაძეს რომ ასე ალაპარაკებთ? – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები