2020 წელს, ვიქტორ დოლიძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი იქნება

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებულ გაეროს ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძე, 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე მხარეთა კონსენსუსის შედეგად მიიღეს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-60 რეგულარული სესიის გარდა, დაგეგმილია გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია WIPO-ს გენერალური დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანად წარმართვაში, ორგანიზაციის საპროცესო წესების თანახმად, განსაკუთრებული როლი გენერალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტებს დაეკისრებათ.

WIPO-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ასევე დამტკიცდა WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობა და შეთანხმდა, რომ კომიტეტში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) ჯგუფიდან წარმოდგენილი იქნება 6 ქვეყანა: საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, ლატვია, პოლონეთი და უნგრეთი.

2020 წელს, ასევე, დაგეგმილია WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დასანიშნად წარდგენილ იქნება WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატი WIPO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები