ბექა ოდიშარია: გახარიასა და ალიევს აქვთ რესურსი იმისათვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას

პრემიერ გახარიასა და პრეზიდენტ ალიევს აქვთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი რესურსი იმისათვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა მოლაპარაკებების გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიას შეფასებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს არის ჩვენი ცნობიერების, ისტორიის, კულტურის ნაწილი, თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური შემადგენელი, რაც გარკვეულ გარემოებათა გამო იყო შეზღუდული. პრეზიდენტ ალიევისა და პრემიერ გახარიას პირველი შეხვედრისთვის ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რამდენიმე ათწლეულის პრობლემა, რომელიც ქვეყნებს შორის დგას, თუმცა ცივილიზებული ქვეყნების მისია სწორედ ის გახლავთ, რომ ისტორია აერთიანებს და არ ჰყოფს მათ, როგორც ეს თვითონ აღნიშნა ბატონმა ალიევმა. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით მშვიდნი, არ ავყვებით ემოციებს, თუ ოპოზიცია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი არ შეეცდება სიტუაციის ეგზალტაციასა და ესკალაციას, ჩვენს სახელმწიფოებს, მათ შორის, პრემიერ გახარიასა და პრეზიდენტ ალიევს აქვთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი რესურსი, რომ მოლაპარაკებების გზით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები