„ივანიშვილის მხრიდან ეს იყო გონივრული სვლა, რითაც ავანტიურაზე ორიენტირებული პარტიები გააკოტრა“- ბაღათურია საარჩევნო სისტემაზე

პროპორციულ სისტემასა და ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა პროგრესული ნაბიჯია, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული დასი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„პროპორციულ სისტემასა და ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა პროგრესული ნაბიჯია, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, პარტიების დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს იყო ძალიან გონივრული პოლიტიკური სვლა, რითაც ზოგიერთი ავანტიურაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები გააკოტრა. წვრილ პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ რეიტინგი და რესურსი, რომ მოხვდნენ საინფორმაციო ველში, ბარიერი გადალახონ, ერთადერთი გზა რჩებოდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ორბიტაზე ეტრიალათ. ახლა ეს ცვლილება აჩენს პერსპექტივას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, თუნდაც სუსტი რესურსების მქონემ, თუ რაიმე მართლა გაუკეთებია ამ ცხოვრებაში, 1 მანდატი მაინც აიღოს. ასეთ პარლამეტში ერთ ხმას, ერთ მართალ სიტყვას, ხალხის ხმას, მიკროფონთან ნათქვამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, ისეთი შემადგენლობის პარლამენტი იქნება, რომ 1 მანდატი ბევრ საკითხს გადაწყვეტს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება. აქტიურად ვგეგმავთ ჩართვას. თუმცა, ვგეგმავთ, არა ერთი და ორი მანდატის აღებას, არამედ ჩვენი სურვილია, საზოგადოებას შევთავაზოთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული ძალა. ამისთვის საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. ვცდილობთ, რომ ეს მოხერხდეს“- განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები