გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სასოფლო – სამეურნეო მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სასოფლო – სამეურნეო მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო.

აღნიშნული ტექნიკა გორის მუნუციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი გრანტით შეიძინა. პრეზენტაციას იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა , ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

იაპონიის საელჩოს,,ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის “ფარგლებში საქართველოში 170 პროექტი განხორციელდა , რომელთა ჯამური ღირებულება 17 171 529 აშშ დოლარს შეადგენს.

“მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის საელჩოს. გამოყოფილი გრანტი 61 000აშშ დოლარს წარმოადგენდა ,რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი შეიძინა. აღნიშნული ტექნიკით რეაბილიტირდება და გაიწმინდება დაახლოებით 8 კმ სასმელი წყლის, 8 კმ გზა და 8 კმ სარწყავი არხი, რაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 77 ათასზე მეტ ადამიანს სარგებელს მოუტანს”- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები