აფხაზეთის ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დე ფაქტო მთავრობის კაბინეტს მიმართავს და საქართველო მოჰყავს მაგალითად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ასტამურ ოტირბას მიერ წარდგენილი ე.წ. ვიცეპრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, დავიდ დასანია, რომელმაც ე.წ. საარჩევნო მარათონი პროტესტის ნიშნად დატოვა, ახალ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს მიმართავს.
როგორც დავიდ დასანია სოციალურ ქსელში წერს, „სინდისის ქენჯნა ხომ არ გაქვთ იმის გამო, რომ აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის საიტის ინტერფეისი აფხაზურ ენაზეა, საქართველოს მთავრობის საიტი კი, როგორც ქართულ ისე აფხაზურ ენებზე“.
„აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტთან ერთი კითხვა მაქვს. რატომ არ აქვს აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის საიტს აფხაზური ინტერფეისი? ხომ არ არის აღნიშნული აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევა? და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აფხაზური ინტერფეისი მომავალში არც სხვა სახელმწიფო საიტებს არ ექნება? ნუთუ არც ერთი თქვენთაგანს, ვინც ამაზე არის პასუხისმგებელი, სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ, მაშინ როდესაც იცით, რომ საიტს აფხაზური ინტერფეისი უნდა ჰქონდეს და იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს მთავრობის საიტს როგორც ქართული ისე აფხაზური ინტერფეის გააჩნია? ძალიან მაშფოთებს ეს ფაქტი? თქვენ? თუ არ იცოდით ამის შესახებ“,-წერს დასანია.