საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას ნოემბერში გამართავენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ ნოემბერში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის გამართვა დააანონსა.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტისას დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.

„აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან ერთმანეთის და შესაბამისად, ენერგომატარებლების, ტრანსპორტისა და სხვა განზომილებებში ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიც არის – ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთინვესტიციები, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა არ ჩატარებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნოემბრის მეორე ნახევარში კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და გაზარდოს ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები