ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ გზაზე ავტოავარიისას 15 წლის გოგონა დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ გზაზე 15 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გოგონა უკვე  გარდაცვლილი დახვდა. 2 წლის ბავშვი კი, მამასთან ერთად, გადაყვანილი იქნა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით კლინიკაში გადაყვანილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები