თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, სირიის ჩრდილოეთით ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას “მშვიდობის წყარო” ჰქვია.

ერდოღანის თქმით, ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვარზე, სირიის ტერიტორიაზე ქურთული თავდაცვის ძალებისგან გათავისუფლება, სტაბილურობა და უსაფრთხო ზონის შექმნაა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ქვეყანას ტერორისტულ საფრთხეებს აარიდებს.

“ოპერაცია “მშვიდობის წყარო” სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ არის მიმართული, ასევე ის მოსახლეობას ტერორიზმის მარწუხებისგან გაათავისუფლებს”, – აღნიშნა ერდოღანმა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თურქულმა არმიამ ქალაქ რას-ელ-აინზე საჰაერო დარტყმები მიიტანა.

ამასთან, მიმდინარე კვირას ვაშინგტონში განაცხადეს, რომ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ჯარის გაყვანა დაიწყეს. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ საუბარია ჯარის ნაწილის გაყვანაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები