ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები წარმოადგინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე კოლეგებს დეტალურად გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები.
შალვა თადუმაძე დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს. 1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 31-ე საშუალო სკოლა. 1993-98 წლებში დაამთავრა ნოდარ დუმბაძის სახელობის ქ. თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება მას აქვს 18 წელი და 6 თვე. კერძოდ, 2001 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების ოფიცერი.
2001-2011 წლებში – ასოციაცია სამართალი და თავისუფლების სამხედრო იურისტი.
2003-2004 წლებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2007-2008 წლებში – ადვოკატი, კომპანია შპს „აბგდ და პროფესიის გრუპის” წარმომადგენელი.
2008-2012 წლებში – ადვოკატი საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბიელფი კონსალტინგში”.
2006-2009 წლებში – ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრის გენერალური მდივანი.
2012-2018 წლებში – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
2018 წელს იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს გენერალური პროკურორი.
რაც შეეხება დამატებით განათლებას, ტრენინგებს, სემინარებს, მას მონაწილეობა აქვს აქვს მიღებული არაერთ ტრენინგსა და სემინარში.
2003 წელს მონაწილეობა მიიღო ტრენინგში „გენერალური ინსპექტორის როლი და ფუნქციები” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამართლის სწავლების თავდაცვის ინსტიტუტში.
2004 წელს მან გაიარა ტრენინგი ნატოში ინტეგრაციის თემაზე – ნატოს სკოლა, თბილისი.
2006-2007 წლებში გაიარა ტრენინგი საჯარო პოლიტიკის თემაზე, სტრასბურგში.
2008 წელს – სემინარი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის შესახებ, თბილისში.
2014 წელს – სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების სისტემაში მძიმე და მსუბუქ დანაშაულები და ალტერნატიული სასჯელის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები.
2015 წელს – სემინარი წინასასამართლო პრობაციის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი. ამერიკის შეერთებული შტატები.
2017 წელს – ტრენინგი რეგულირების ზეგავლენის შეფასების შესახებ, ევროკავშირი, პრაღა, ჩეხეთი.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.