სექტემბერში რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 29,9 %-ით შემცირდა

0

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 29.9 პროცენტით შემცირდა და 105 572 შეადგინა. 20.6 პროცენტით შემცირდა და 147 425 შეადგინა რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობაც.

სულ 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 539 524 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 0.6 %-ით აღემატება.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ თანხამ 2.2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6 პროცენტით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი