საქართველოს სარეზერვო აქტივები შეუმცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს სარეზერვო აქტივების მოცულობა 3.602 მლრდ.აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მლნ. აშშ დოლარით არის შემცირებული.

ინფლაციაზე, გაუფასურებული კურსის მხრიდან ზეწოლის გამო, სებ-მა $40 მლნ ინტერვენცია 2-ჯერ განახორციელა, ასევე ბანკებს სარეზერვო ნორმა 5%-ით შეუმცირა, საიდანაც დანაკლისი სავალუტო რეზერვებზე ჯერ არ ასახულა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3,152 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც 450 მლნ დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ მონაცემთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები