საშა ტერნესი: საქართველოს ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია, მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ

საქართველო მიმზიდველია ინვესტირებისთვის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. თქვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთის სასურველი ნიშა შევთავაზოთ, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა, სასტუმრო “ბილტმორში” გამართული ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრისას ის გამოწვევები განიხილეს, რაც ინვესტიციების ზრდისა და განვითარებისთვის უნდა დაიძლიოს.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ბიზნესურთიერთობებია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ბიზნესასოციაცია ასე სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. 12 წელია, რაც ვარსებობთ და უკვე 200 წევრი გვყავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბიზნესშესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომელიც უნდა დავძლიოთ ინვესტიციების ნაკადის, ვაჭრობის მოცულობისა და ბიზნესურთიერთობების შემდგომო ზრდისა და განვითარებისთვის,” – განაცხადა საშა ტერნესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები