“ტაქსების დეფიციტია, მართლაც გაძვირებულია მგზავრობა” – მევლუდ მელაძე რეგულაციების გადავადების საჭიროებაზე საუბრობს

ნებისმიერ რეფორმას აქვს მტკივნეული ადგილები, ამ შემთხვევაშიც ასეა: მართლაცაა ტაქსების დეფიციტი და მართლაც გაძვირებულია მგზავრობა, – ამის შესახებ “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელაძე ტაქსების რეფორმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდით რეგულაციების გადავადება კარგი იქნება.

„მოსახლეობა რასაც ამბობს, რეალურად მართლაც ასეა: ნებისმიერ რეფორმას აქვს მტკივნეული ადგილები, ამ შემთხვევაშიც მტკივნეული იქნებოდა, რაღაც გარდამავალი პერიოდი. ასეცაა ახლა: მართლაცაა ტაქსების დეფიციტი და მართლაც გაძვირებულია. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ რაღაც შემამსუბუქებელი პერიოდი მაინც უნდა მიეცეთ მძღოლებს, რომ ნელნელა გადავიდნენ ახალ რეგულაციებზე. შეიძლება გადავავადოთ რაღაც გარკვეული პერიოდი და საფეხურებად მოვაწყოთ: რა რის მერე იყოს, ერთიანად რომ არ იყოს გადასვლა რეგულაციებზე.

როდესაც თავიდან გაჟღერდა, რომ შემოვიდოდა ტაქსების რეგულაცია, ჩემი რეკომენდაცია იყო შემდეგი: თუ ერთიანად დავაწვებოდით , მთელი სიმძიმით ტაქსებს , ეს გამოიწვევდა იმას, რაც მოხდა, ანუ იქნდებოდა დეფიციტი, რაც თავისთავად გააძვირებდა ტაქსით მომსახურებას და ძალიან რთული იქნებოდა ამ რეგუალციებზე მორგება, ვინაიდან, ხალხიც და ტაქსის მძღოლებიც შეჩვეულები იყვნენ იმ წყობას, როგორიც იყო მანამდე. ჩემი რეკომენდაცია იყო შემდეგი, რომ მივცეთ უფლება იმ ტაქისის მძღოლებს იარსებონ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობენ ,ყოფილიყო რეგისტრაცია რაღაც თარიღამდე , ამ თარიღის შემდეგ შეწყვეტილიყო მათი რეგისტრაცია და უკვე ახალი რეგისტირებული ავტომობილი, ყოფილიყო ისეთი, როგორი მოთხოვნაც იქნებოდა. ამით მივიღებდით შედეგს , რომ არსებული ტაქსოპარკი დარჩებოდა ისეთი როგორიცაა და ახალი, მომდევნო იქნებოდა ისეთი, როგორიც გვინდა, რომ მომავალში მივიღოთ. ამით არსებული ბაზარი შენარჩუნდებოდა და მომავალში , ამას დასჭირდებოდა წლები, ,მაგრამ ძველი ავტომობილები გამოირიცხებოდა და ახალი ავტომობილებით ჩანაცვლდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ცდით, დარეგისტირდეთ როგორც ტაქსის მძღოლი ,ეს საკმაოდ რთული პროცესია . არ არის მხოლოდ ერთი ფურცელი, რომელსაც შეავსებთ, ამას როგორც მინიმუმ ელექტრონულად ხელის მოწერა სჭირდება . ეს რთული პროცესია, მით უმეეტს იმ ასაკის ადამიანებისთვის , რომლებისთვისაც თანამედროვე, ელექტრონული მოწყობილობები რთულია. ასევე ვიტყვი იმას, რომ ავტომობილის თეთრად გადაღებვაც არაა მარტივი პროცესი . რა თქმა უნდა, ეს გაუჭირდებოდათ მძღოლებს და ის ვაჩუერები , რომელიც გაცემული იყო, კი არის შეღავათი, მაგრამ არ იყო ფასის ადეკვატური , ამიტომ ბევრი ავტომობილი, თუ დააკვირდებით, ძალიან ზერელედაა გადათეთრებული. არაა ისეთ ვიზუალზე როგორიც გვინდოდა, მიგვეღო“- გაანცხადა მელაძემ.
ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.
A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.
A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.
მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები