2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, დღეს, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს. კომიტეტის თავჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პროექტი შენიშვნებით მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება.

შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5 %-ის დონეზე, მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5 %-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება.

“პროექტით ინფლაცია გათვალისწინებულია 4% -ის დონეზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ მაჩვენებლის მიღწევა, მაშინ, როდესაც სექტემბრის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა“,-ნათქვამია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები